ხვიჩა კვარაცხელია, პარი სენ ერმენი
Aa
Aa

გულშემატკივრების შედგენილი ტურის სიმბოლური - კვარა ტოპ 11-შია

ლიგა 1-ში უკვე 19 ტური ჩატარდა. მე-19 ტური კი ჩვენთვის ისტორიული გამოდგა. პარი სენ ჟერმენში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა.

მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-მ ვერ მოიგო, ქართველმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს თავი მაინც დაამახსოვრა. კვარამ უსმან დემბელეს საგოლე პასი გაუკეთა.

ჯვაროსნების სუპერვარსკვლავს კარგი თამაში დაუფასდა. ყოველი ტურის დასრულების შემდეგ, ფრანგი გულშემატკივრები გამოკითხვის მეშვეობით ტურის სიმბოლურ გუნდს ადგენენ.

მე-19 ტურის ტოპ 11-ში კი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. სრული შემადგენლობა ასეთია:

მეკარე: ლოპესი

მცველები: ფრანკოვსკი, დანტე, მედინა, მენდეში

ნახევარმცველები: სანტოსი, დეზირე დუე, აკლიუში

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, გესანდი

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით კვარას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე არ შემდგარა. ამის მიზეზი განაცხადია, რომელიც ფრანგულმა გუნდმა ზაფხულში გადააგზავნა და ჯერჯერობით განახლება არ მომხდარა. პარიზულ გრანდს განაცხადის განახლების უფლება ჩემპიონთა ლიგის ფაზის დასრულების შემდეგ ექნება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში პსჟ შტუტგარტს ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ინში თამაშს გაინაღდებს. არის თეორიული შანსი, რომ ლუის ენრიკეს გუნდი 24 გუნდს მიღმა დარჩეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კომპენსაციაზე შეთანხმდნენ | ბერიძე თურქეთიდან უნგრეთში ბრუნდება
კომპენსაციაზე შეთანხმდნენ | ბერიძე თურქეთიდან უნგრეთში ბრუნდება