„მას დიდ პატივს ვცემ, ყველა ტოპ მეტოქე დაამარცხა“ - რუსი მებრძოლი დვალიშვილზე
MMA-ის რუსი მებრძოლი, ივან შტირკოვი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბს გამოეხმაურა, რომელშიც მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.
„მერაბ დვალიშვილმა ყველა ტოპ მოწინააღმდეგე დაამარცხა: უმარ ნურმაგომედოვი, შონ ომალი და პიოტრ იანი. დანარჩენ მებრძოლებს ბოლო ბრძოლები წაგებული აქვთ.
სპორტული თვალსაზრისით მერაბ დვალიშვილი კლდეა, მას დიდ პატივს ვცემ. უმართან გამარჯვების შემდეგ ის UFC-ის საკუთარ პირობებს უკარნახებს და თვითონ აირჩევს მომდევნო მეტოქეს. ვფიქრობ, ეს შონ ომალი იქნება. ეს უფრო ლოგიკური, უფრო მომგებიანი და უფრო მარტივია. მან უკვე მოუგო ომალის, ხოლო უმარის შემდეგ ამას კიდევ უფრო მარტივად იზამს.
ვისთან იჩხუბებს იანი, არ ვიცი. უმარს ის ვერ დაელოდება, მას დიდი დრო დასჭირდება. შეიძლება აჩხუბონ მარლონ ვერას, ეს კარგი ჩხუბი იქნება. ამის შემდეგ იქნება მერაბისა და „შუგას“ სატიტულო ჩხუბი, ხოლო იანი და ნურმაგომედოვი პრეტენდენტობისთვის იბრძოლებენ“.
ცნობისთვის, ივან შტირკოვი 36 წლისაა და RCC-ში, ქვემძიმე წონით დივიზიონში ჩხუბობს. მის ანგარიშზე MMA-ში გამართულ ორთაბრძოლებში 24 მოგება, 2 მარცხი და 1 ფრეა.