ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მონპელიეს ტურნირი - ცნობილია ბასილაშვილის მეტოქე

2-წლიანი პაუზის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP 250-ქულიანი ტურნირზე ბრუნდება. ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობას მონპელიეში მიიღებს, რისთვისაც მან საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და გამარჯვებული გახდა.

ნიკოლოზის მეტოქე პირველ წრეში 37 წლის მიხაილ კუკუშკინი იქნება, რომელიც ამჟამად ATP რეიტინგში 37-ე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელები კარიერაში ერთმანეთს 2-ჯერ დაუპირისპირდნენ. პირველად ეს მემფისის ტურნირზე 2017 წელს მოხდა და ბასილაშვილმა ორ სეტში 7:6 6:1 გაიმარჯვა.

კუკუშკინი და ნიკოლოზი მეორედ 2024 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. ყაზახმა ჩოგბურთელმა ტენერიფეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ქართველი 6:2 6:2 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მონპელიეს პირველ წრეში ნიკოლოზის და მიხაილის დაპირისპირება 29 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 13:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბასილაშვილი მონპელიეში, ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილი მონპელიეში, ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს