„ყოველთვის ჩემი გოლები უქმდება!“ - რონალდუ კამერის წინ ყვიროდა
საუდის არაბეთის პრო ლიგის მე-17 ტურში კრიშტიანუ რონალდუს „ალ ნასრი“ შინ „ალ ფატეჰს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
მატჩი რონალდუს ინციდენტის გამო ხმაურიანი გამოდგა. კრიშტიანუმ შეხვედრაში თავისი გოლი გაიტანა, თუმცა მან ჯამში არა ერთი, არამედ სამი ბურთი შეაგდო, რომელთაგან ვიდეო რეფერიმ 2 გააუქმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, რონალდუ კამერებთან მივიდა და ყვირილი დაიწყო: „ყოველთვის ჩემს წინააღმდეგ ხართ, ყოველთვის ჩემი გოლები უქმდება!“
39 წლის პორტუგალიელის მიზანი 1000 გოლიანი (ამჟამად 920 აქვს) ნიშნულის გადალახვაა. მას მიმდინარე სეზონში 14 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ლიდერობს. მას 13 გოლით ბენზემა მოსდევს, ხოლო 12 გოლით მესამეზე ალექსანდრ მიტროვიჩია.
„ალ ნასრი“ 14 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-4 ადგილზეა. რონალდუს გუნდი ლიდერებს „ალ ჰილალსა“ და „ალ იტიჰადს“ 8 ქულით ჩამორჩება.