„ილიას ბრძოლები ხალხს დიდ სიამოვნებას ანიჭებს“ - ალექს პერეირა
UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექს პერეირამ ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 2024 წლის საუკეთესო მებრძოლის წოდებას „მატადორთან“ ერთად სიამოვნებით გაიზიარებდა.
რას ამბობს:
„ამ ჯილდოს ილია თოფურიას გავუზიარებ, რადგან გასულ წელს ნამდვილად დიდი საქმეები გააკეთა. ის შესანიშნავი ბიჭია, რომელიც ხალხს დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ამიტომ ამ ჯილდოს იმსახურებს. ორივე 2024 წლის საუკეთესო მებრძოლები ვართ“.
2024 წელს ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ორი გამორჩეული მებრძოლი დაანოკაუტა. „მატადორმა“ 18 თებერვალს ჯერ ალექსანდრ ვოლკანოვსკის მოუგო, ოქტომბერში კი მაქს ჰოლოუეი დაამარცხა.
ალექს პერეირამ კი 14 აპრილს ჯამალ ჰილი დაამარცხა, 30 ივნისს ირჟი პროხაზკას მოუგო, 6 ოქტომბერს კი ხალილ რაუნთრის აჯობა. ბრაზილიელმა სამივე ბრძოლაში ნოკაუტით გაიმარჯვა.