მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, შარაბუტდინ მაგომედოვი
Aa
Aa

„კარდიო-მანქანა, რომელიც დიდ ზიანს არ გაყენებს...“ - შარა ბულეტმა დვალიშვილზე ისაუბრა

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის რუსი მებრძოლი, შარაბუტდინ მაგომედოვი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბს გამოეხმაურა, რომელშიც მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.

რა თქვა „შარა ბულეტმა“:

„უმარს ძალიან ცოტა დააკლდა. მერაბი უბრალოდ „კარდიო-მანქანაა“, რომელიც დიდ ზიანს არ გაყენებს. ადრე უფრო სანახაობრივად ჩხუბობდა, ახლა კი უბრალოდ საჩემპიონო ტიტულს იცავს და რაიმე განსაკუთრებულს არ აჩვენებს, უბრალოდ ცდილობს, მეტოქე დაღალოს. არ მინახავს, რომ მას უმარისთვის რაიმე ზიანი მიეყენებინოს.

უმარს არ წაუგია ეს ბრძოლა, სულ მცირე, თავისი გადასახედიდან, მან გაუძლო ამ ზეწოლას. უმარი ძალიან სერიოზულად ეკიდება ორთაბრძოლებს, მისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, ასეთი მიდგომა კი ზოგჯერ საზიანოა, იმიტომ რომ თავის თავს დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა და ამან საბოლოო ჯამში ხელი შეუშალა“.

შეგახსენებთ, რომ „შარა ბულეტი“ დაუმარცხებელი მებრძოლია (15-0) და მომდევნო ჩხუბს ის 1 თებერვალს UFC Fight Night-ზე ბრიტანელი მაიკლ პეიჯის (22-3) წინააღმდეგ გამართავს.

აქვე გეტყვით, რომ ამ ღონისძიების მთავარი მოვლენა საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, ისრაელ ადესანიას და ამავე წონის რეიტინგის მე-5 ნომრის, ნასურდინ იმავოვის ბრძოლა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთადერთი საშუალება, რომ მერაბი დაამარცხო...“ - რას ამბობს კორმიე
„ერთადერთი საშუალება, რომ მერაბი დაამარცხო...“ - რას ამბობს კორმიე