ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენი უარყოფს, რომ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა

„ნაპოლის“ ფორვარდი, ვიქტორ ოსიმენი, რომელიც „გალათასარაიში“ იჯარით თამაშობს, უარყოფს, რომ ჟურნალისტს სცემა.

რამდენიმე დღის წინ გაზეთ Posta-ს რეპორტიორმა, თოღლუ ბოზდუმანმა თქვა, რომ მას ნიგერიელთან კონფლიქტი მოუვიდა.

კერძოდ, მისი მტკიცებით, ღამის კლუბიდან გამოსვლის დროს, ჟურნალისტი ფეხბურთელს ფოტოებს უღებდა, რა დროსაც ოსიმენი მას თავს დაესხა.

„ღამის კლუბში არ ვყოფილვარ. მეგობრებთან ერთად, აფრიკულ რესტორანში ვვახშმობდი. გარეთ რომ გავედით და ჩემს მანქანაში ვჯდებოდი, ეს ბიჭები არსაიდან გაჩნდნენ და კამერა სახეზე მომადეს. გაოგნებული ვიყავი. მე არ მიცემია ეს ბიჭი. უბრალოდ მივედი და ვუთხარი, რომ ჩემი ფოტო წაეშალა. ამის სრული უფლება მაქვს. თუ მე მას ნამდვილად დავარტყი, სამართლიანობას მიაღწევს და თუ მოიტყუა, მაშინ მას დაატყდება თავს კანონის ძალა“, - თქვა ვიქტორმა ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენმა თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, 12 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლივერპულს პანიკის საფუძველი აქვს“ | Express-ი მამარდას თამაშს გამოეხმაურა
„ლივერპულს პანიკის საფუძველი აქვს“ | Express-ი მამარდას თამაშს გამოეხმაურა