მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, დანიელ კორმიე
Aa
Aa

კორმიე: თუ ომალი მერაბთან მეორედაც დამარცხდება, ის გატყდება

დანიელ კორმიე მიიჩნევს, რომ თუ შონ ომალი მერაბ დვალიშვილთან მეორედაც დამარცხდება, ის გატყდება და მისი კარიერა დასრულდება.

„ვფიქრობ, თუ ომალი თავის საბრძოლო სტილში ცვლილებებს არ შეიტანს და ჭიდაობას არ გამოასწორებს, ასევე თავდაცვით უნარს ზურგიდან - მას მერაბის წინააღმდეგ ძალიან გაუჭირდება. შონმა ეს წელი დარბაზში უნდა გაატაროს და გრეპლინგში მოემზადოს. ის მზად უნდა იყოს თეიქდაუნებისგან თავდასაცავად, როგორც ამას უმარი აკეთებდა.

რა მოხდება, თუ ომალი დვალიშვილთან მეორედაც დამარცხდება? ვფიქრობ, ის გატყდება. ის იმავე მდგომარეობაში იმყოფება, როგორშიც ჯირი პროჰაზკა. პერეირასთან ბრძოლამდე ის საუბრობდა, თუ რამდენად კარგი იყო. ახლაც, ის მზადა არის ალექსს (პერეირა) კვლავ შეებრძოლოს და მე ვამბობ - არ ვფიქრობ, რომ მე საბოლოო ჯამში ბევრი ცვლილება მაქვს ნანახი“.

- განაცხადა კორმიემ  Funky and the Champ-თან საუბრისას.

კორმიემ ასევე ახსნა, თუ რა შემთხვევაში არის ზოგადად მერაბ დვალიშვილის დამარცხება შესაძლებელი.

„როგორც ჩანს, ერთადერთი საშუალება, რომ მერაბი დაამარცხო, ისაა, რომ ის უნდა გათიშო, რადგან სანამ ფეხზე დგას, ის თქვენს პრესინგს გააგრძელებს. ბრძოლის ყველა წამის განმავლობაში, ის თქვენზე ზეწოლას მოახდენს, სანამ არ დაიწყებთ ფიქრს: „ნამდვილად მაქვს კი ყველაფერი, რომ ამ ბიჭს გავუმკლავდე?“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ადესანია დარწმუნებულია, რომ ისევ ჩემპიონი გახდება
ადესანია დარწმუნებულია, რომ ისევ ჩემპიონი გახდება