„ეს დანამდვილებით ვიცი...“ - ბო ნიკალი ილია VS ვოლკის რევანშზე
UFC-ის ნახევრად მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია (16-0) და ყოფილი ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი (26-4) აპრილში რევანშს გამართავენ. ამის შესახებ საკუთარ პოდკასტში ამერიკელმა მებრძოლმა, ბო ნიკალმა განაცხადა.
ნიკალის თქმით, „ვოლკისა“ და „მატადორის“ ჩხუბი 13 აპრილს, UFC 314-ზე გაიმართება.
„ეს ოფიციალურია, მე დანამდვილებით ვიცი. არ ვიცი, გავრცელდა თუ არა ოფიციალური ანონსი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს რევანში შედგება“, - განაცხადა ბო ნიკალმა.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ და ვოლკანოვსკიმ გასული წლის თებერვალში, UFC 298-ზე იჩხუბეს. „მატადორმა“ ავსტრალიელი მეტოქე მეორე რაუნდში დაანოკაუტა.
მას შემდეგ ვოლკანოვსკის არავისთან უჩხუბია, ილიამ კი ჩემპიონის ტიტული მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში დაიცვა.