გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

დი მარციო: რომამ მიქაუტაძის საკითხზე ლიონს ისევ მიმართა

„რომა“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „ჯალოროსიმ“ ქართველი ფორვარდის თაობაზე ინფორმაცია კიდევ ერთხელ გამოითხოვა.

„რომას“ ფორვარდის დამატება ელდორ შომუროდოვის წასვლის შემთხვევაში დასჭირდება, თუმცა „ლიონის“ მიქაუტაძის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც რომაელებს არ სურთ.

„ლიონის“ აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა, პიერ საჟმა არაერთხელ განაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე მიქაუტაძე კლუბს არ დატოვებს, თუმცა ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.

ცნობისთვის, მიქაუტაძე „ლიონს“ 2024 წელს „მეციდან“ 18.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მისი კონტრაქტი კი 2028 წლამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში მიქაუტაძეს „ლიონის“მაისურით 27 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 8 გოლი და 1 ასისტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საჟი გაუშვეს - მიქაუტაძეს ახალი მწვრთნელი ეყოლება
საჟი გაუშვეს - მიქაუტაძეს ახალი მწვრთნელი ეყოლება