ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

AS: არაბული კლუბი მზადაა, ვინისიუსს €1 მილიარდი გადაუხადოს

ერთ-ერთი არაბული კლუბი ვინისიუს ჟუნიორს 5-წლიანი კონტრაქტსა და ამ პერიოდში ხელფასის სახით, 1 მილიარდ ევრო სთავაზობს. ამის შესახებ AS-ი წერს.

ესპანური გამოცემის წყაროს ინფორმაციით, კლუბი, რომლის სახელი არ ვრცელდება, მზადაა, რომ მადრიდის „რეალს“, ბრაზილიელის ტრანსფერისთვის 300 მილიონი ევრო გადაუხადოს.

როგორც იწერება, სამეფო კლუბს, არ სურს, რომ ვინისიუსი მილიარდიანი გამოსასყიდის გარეშე გაყიდოს, თუმცა „რეალი“ დათანხმდება შესთავაზებას, თუ თავად ფეხბურთელი გუნდის დატოვების სურვილს გამოთქვამს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 წლის ბრაზილიელი „რეალის“ დატოვებას უახლოესი პერიოდის განმავლობაში არ გეგმავს.

მიმდინარე სეზონზე, ვინისიუსმა 26 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 10 ასისტი მიითვალა.

ფეხბურთელს „რეალთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე ვინისიუსის საბაზრო ღირებულება 200 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასტონ ვილას ჟოაუ ფელიქსის ყიდვა სურს
ასტონ ვილას ჟოაუ ფელიქსის ყიდვა სურს