გიორგი მამარდაშვილი, ფერან ტორესი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„რამდენიმე უნდა ამეღო... რატომ არ წახვედი ლივერპულში?“ - მამარდას და ფერანის დიალოგი

კვირას, „ბარსელონამ“ „ვალენსია“ 7:1 გაანადგურა და „ღამურებს“ სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმა. მატჩის მსვლელობის დროს ფერან ტორესსა და გიორგი მამარდაშვილს შორის მცირე დიალოგი შედგა, რომლის დეტალებიც DAZN-მა გაარკვია.

როგორც აღმოჩნდა, მამარდასა და ფერანს შორის დიალოგი ქართველი მეკარის მომავალს უკავშირდებოდა.

მამარდა: „რამდენიმე ბურთი უნდა ამეღო...“

ფერანი: „ჩვენ ახლა უკეთ ვთამაშობთ, რადგან დავკარგეთ ისეთი ქულები, რომელთა დაკარგვის უფლებაც არ გვქონდა“.

ფერანი: „რატომ არ წახვედი წელს ლივერპულში?“

მამარდა: „ალისონის გამო“.

ფერანი: „კარგი, წარმატებები“.

ეს იყო ის მონაკვეთი რისი გაშიფვრაც DAZN-მა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ საკუთრებაა და სეზონის ბოლომდე „ვალენსიაში“ იჯარით იმყოფება, თუმცა როგორც ირკვევა, ალისონი „მერსისაიდელთა“ დატოვებას არც ზაფხულში გეგმავს და შესაძლოა ქართველი გოლკიპერი კიდევ გაანათხოვრონ. ამის შესახებ სიახლეები სეზონის ბოლოს იქნება.

რაც შეეხება ლა ლიგის სატურნირო ცხრილს, „ღამურები“ 21 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-19 პოზიციაზე იმყოფებიან და გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები არიან. „ბარსა“ კი 42 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მან იცის სწორი გადაწყვეტილებების მიღება“ - ფრანგი ჟურნალისტი კვარაზე
„მან იცის სწორი გადაწყვეტილებების მიღება“ - ფრანგი ჟურნალისტი კვარაზე