„ერთადერთი საშუალება, რომ მერაბი დაამარცხო...“ - რას ამბობს კორმიე
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად კომენტატორმა, დანიელ კორმიემ თავის იუთუბ არხზე მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა.
მან ქართველი „მანქანას“ ძლიერებას გაუსვა ხაზი.
„როგორც ჩანს, ერთადერთი საშუალება, რომ მერაბი დაამარცხო, ისაა, რომ გათიშო, რადგან სანამ ფეხზე დგას, ის თქვენს პრესინგს გააგრძელებს. ბრძოლის ყველა წამის განმავლობაში, ის თქვენზე ზეწოლას მოახდენს, სანამ არ დაიწყებთ ფიქრს: „ნამდვილად მაქვს კი ყველაფერი, რომ ამ ბიჭს გავუმკლავდე?“, - თქვა კორმიემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა.
საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.
მერაბ დვალიშვილს ნათქვამი აქვს, რომ 2025 წელს სამი ბრძოლის გამართვას გეგმავს. ერთი ბრძოლა „მანქამამ“ უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ჩაატარა, მომდევნო მეტოქე კი სავარაუდოდ, შონ ომალი, ან პიოტრ იანი იქნება.