გოგა ბითაძე
Aa
Aa

„მოგება ხელიდან ჩვენ თვითონ გავუშვით“ - ბითაძე მაიამისთან მარცხზე

„მაიამი ჰიტთან“ წაგებული მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი „ორლანდო მეჯიქის“ ცენტრმა, გოგა ბითაძემ გააკეთა, რომელსაც ტრავმის გამო 6 მატჩი გაუცდა.

გოგა ბითაძე:

„ტრავმის შემდეგ დაბრუნება? სამწვრთნელო შტაბმა კარგად იმუშავა, რათა ფორმაში ვყოფილიყავი. მატჩამდე მხოლოდ 2 ვარჯიში ჩავატარე, თავს კარგად ვგრძნობდი - ვერ მოვიგეთ, მაგრამ ყველაფერი ხდება. ვფიქრობ, მოგება ხელიდან ჩვენ თვითონ გავუშვით, ეს ერთწუთიან მონაკვეთში მოხდა, ჩვენ ნაკლებად ენერგიულად ვითამაშეთ, ისინი კი კარგად ისროდნენ. რთულია ასეთი მატჩის წაგება, მაგრამ მიხარია, რომ ტრავმის შემდეგ დავბრუნდი.

მეტოქე უფრო მეტს რისკავდა, ჩვენ კი რამდენიმე შეცდომა დავუშვით. რობოტები არ ვართ, ეს ყველას შეიძლება მოუვიდეს. ორ დღეში მომდევნო მატჩი გვაქვს და უნდა მოვემზადოთ და სიტუაცია გამოვასწოროთ.

ორმაგი ოვერტაიმი კარგი გამოცდილება იყო, ჩვენ პლეიოფში თამაში გვსურს, ამიტომ ასეთი მატჩებისთვის მზად უნდა ვიყოთ“.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 24 მოგება და 24 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 31 იანვარს, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გამარჯვების ბოლომდე გვჯეროდა“ - შენგელია ბაიერნთან მატჩის შემდეგ
“გამარჯვების ბოლომდე გვჯეროდა“ - შენგელია ბაიერნთან მატჩის შემდეგ