გოგა ბითაძე
Aa
Aa

ჩატენვები, მოხსნები, ასისტები - ბითაძე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში „ორლანდო მეჯიქი“ „მაიამი ჰიტს“ ესტუმრა და ოვერტაიმში 119:125 დამარცხდა.

კარგი მატჩი ჰქონდა გოგა ბითაძეს, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და პარკეტზე 22:23 წუთი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 29 ქულა ფრანც ვაგნერის ანგარიშზეა. პაოლო ბანკერომ და ტრისტან და სილმვამ 17-17 ქულა მიითვალეს. „მაიამის“ მხრიდან საუკეთესო ტაილერ ჰირო იყო - 30 ქულა, 8 მოხსნა, 12 ასისტი. ბემ ადებაიოს სამმაგ დუბლამდე 1 ასისტი დააკლდა - 26 ქულა, 10 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 24 მოგება და 24 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 31 იანვარს, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლეიმას მარცხი რეალთან - ბურჯანაძე მოხსნებში საუკეთესო იყო
ლეიმას მარცხი რეალთან - ბურჯანაძე მოხსნებში საუკეთესო იყო