ადესანია დარწმუნებულია, რომ ისევ ჩემპიონი გახდება
UFC-ის საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა და ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მებრძოლმა, ისრაელ ადესანიამ თავის მომდევნო ბრძოლაზე ილაპარაკა, რომელსაც ის ამავე წონის რეიტინგის მე-5 ნომერთან, ნასურდინ იმამოვთან გამართავს.
ნიგერიელი მებრძოლი ამბობს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„მე არასდროს დავდევდი ქამარს. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა. ვიცოდი, რა უნდა მექნა. ვიცოდი, რომ ეს ერთხელ მოხდებოდა და მოხდა კიდეც. ახლა მე ისევ ვაპირებ მოგებას და ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი დაბრუნდება. ეს მე არ დავდევ ქამარს, ქამარი დამდევს მე“ - თქვა ადესანიამ.
ადესანია-იმამოვის ჩხუბი 1 თებერვალს, საუდის არაბეთში, UFC Fight Night-ზე გაიმართება.