უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

წელიწადნახევარში ჩემპიონი გახდება - გაჯიევი უმარის შანსებზე

AMC Fight Nights-ის დამფუძნებელი კამილ გაჯიევი იმ იშვიათ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელიც უმარ ნურმაგომედოვს მერაბ დვალიშვილთან ბრძოლაში ფავორიტად არ თვლიდა და უპირატესობას ქართველ „მანქანას“ ანიჭებდა. ახლა კი, როდესაც დვალიშვილმა დაღესტნელი მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა, გაჯიევი საკუთარი პროგნოზის გამო კიდევ უფრო მეტად ამაყია, თუმცა ნურმაგომედოვს ჩამოწერილ მებრძოლად არ მიიჩნევს და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

რას ამბობს გაჯიევი

დამიჯერეთ, სადღაც წელიწადნახევარში უმარ ნურმაგომედოვი UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდება. ახლა ის ერთგვარ გადატვირთვას აკეთებს და სხვანაირად მოემზადება. უმარი ძალიან ძლიერი მებრძოლია, თუმცა მაქსიმალურად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ხუთი რაუნდი თანაბრად იჩხუბოს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილთან ბრძოლაში ხელის მოტეხვის გამო, დაღესტნელი მებრძოლი ოქტაგონზე მინიმუმ 20 ივლისამდე ვერ გავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იანს მერაბის დამარცხება შეუძლია“ - ოლეგ ტაქტაროვი
„იანს მერაბის დამარცხება შეუძლია“ - ოლეგ ტაქტაროვი