ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მან იცის სწორი გადაწყვეტილებების მიღება“ - ფრანგი ჟურნალისტი კვარაზე

France Bleu-ს ჟურნალისტმა, რომან ბედუკმა პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტზე ილაპარაკა. მისი თქმით, მაყურებელმა ქართველი ფეხბურთელის საინტერესო განზრახვები იხილა.

ბედუკი:

„ის ცდილობდა გუნდურად ეთამაშა. ჩვენ ვნახეთ, როგორ ცდილობდა ის კომბინირებულად ეთამაშა რამუშთან და დემბელესთან. მხოლოდ ეს არ არის. ხანდახან ის ამჯობინებდა ინდივიდუალურ ქმედებებს. ვნახეთ, როგორც ცდილობდა კარში დარტყმას, დრიბლინგის შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ შეშინებია მოედანზე ყოფნა პირველ წუთებში“.

„მან დემბელეს ასისტი გაუკეთა. ეს არც ისე რთული გადაცემა იყო, თუმცა კვარამ აჩვენა, რომ მას შეუძლია სწორი გადაწყვეტილების მიღება შეზღუდულ სივრცეში“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს შემადგენლობაში, ხვიჩამ პირველი შეხვედრა „რეიმსთან“ გამართა.

ცნობისთვის, კვარაცხელიას პარიზულ კლუბში სადებიუტო მატჩში ბურთთან 69 შეხება ჰქონდა, 43-დან 39 პასი ზუსტად შეასრულა. მის აქტივში 2 საკვანძო გადაცემაა. დრიბლინგის 6 მცდელობიდან 2 წარმატებული იყო. მინდორზე 17-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე ორივე დუელი დათმო. შეტევაში ბურთი 20-ჯერ დაკარგა. თამაშის წესი ორჯერ დაარღვია და მის წინააღმდეგ ასევე ორჯერ დაჯარიმდნენ.

ხვიჩას ტრანსფერი პარიზელებს 75 მილიონი ევრო დაუჯდათ. ქართველი სუპერვარსკვლავი პსჟ-ს ისტორიაში რიგით მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რამდენიმე გაკვეთილს სწრაფად შეისწავლის“ - ფრანგული მედია კვარაზე
“რამდენიმე გაკვეთილს სწრაფად შეისწავლის“ - ფრანგული მედია კვარაზე