ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ლუკ როკჰოლდი
Aa
Aa

„თოფურია წყეული განგსტერია. მისი და ისლამის ბრძოლა უნდა შედგეს!“ - UFC-ის ყოფილი ჩემპიონი

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ლუკ როკჰოლდა Submission Radio-სთან საუბრისას ილია მახაჩევისა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა შედგეს.

რას ამბობს როკჰოლდი:

„თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და მან ამ წონის ორი საუკეთესო მებრძოლი დაამარცხა. ამის გამო ბუნებრივია, რომ მსუბუქ წონაში ასვლა ენდომება, მისთვის ეს უსაფრთხოა და არაფერს კარგავს. თავის დროზე, კონორ მაკგრეგორმა მოიგონა ეს სქემა, ახლა კი თოფურია... ეს ბიჭი ნამდვილად წყეული განგსტერია. ის ყველაფერში კარგია. ამ ბრძოლას დიდი სიამოვნებით ვიხილავდი. თოფურიას ისლამთან ნოკაუტით გამარჯვება უნდა? ეს სიგიჟე არასდროს მოხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათი ბრძოლა სანახაობრივი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა რენატო მოიკანოსთან ბრძოლაში საჩემპიონო ქამარი მეოთხედ დაიცვა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ისტორიაში შევიდა. ჩხუბის შემდეგ მახაჩევმა განაცხადა, რომ სამი წონის ჩემპიონობა სურს და მზადაა, როგორც ნახევრად საშუალო, ასევე საშუალო წონის ქამრებისთვის იბრძოლოს.

ამით მახაჩევი ილია თოფურიას ადრინდელ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ამბობდა, რომ ქვემსუბუქიდან მსუბუქ წონაში გადასვლა და მეორე ქამრის მოგება სურს. ოქტაგონზე მახაჩევის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში თოფურიამაც უპასუხა. 

„ისლამ, რომ მომინდეს, დაგაფინიშებ, რომ მომინდეს, დაგანოკაუტებ. ამ ყველაფერს მარტივად გავაკეთებ, მალე შევხვდებით“, - განაცხადა მაშინ თოფურიამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს ეს რომ არ გაეკეთებინა, ბრძოლას წააგებდა“ - დილაშოუ საჩემპიონო ჩხუბზე
„მერაბს ეს რომ არ გაეკეთებინა, ბრძოლას წააგებდა“ - დილაშოუ საჩემპიონო ჩხუბზე