მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„იანს მერაბის დამარცხება შეუძლია“ - ოლეგ ტაქტაროვი

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, UFC 6-ის გამარჯვებულმა და შემდგომში ცნობილმა მსახიობმა, ოლეგ ტაქტაროვმა სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის და პიოტრ იანის შესაძლო რემატჩზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა და განაცხადა, რომ იანს ჩემპიონობის კარგი შანსი ექნება.

რას ამბობს ტაქტაროვი:

„თუ იანს საჩემპიონო ქამრის მოპოვების შანსი ექნება, დარწმუნებული ვარ, რომ ბრწყინვალედ ესმის, თუ რა უნდა გააკეთოს ამისთვის. მერაბს არ შეუძლია მტკივნეული ბოჭვების გაკეთება, პიოტრი კი თეიქდაუნებისგან თავს კარგად იცავს. უბრალოდ, საკუთარი თავის ნდობა უნდა დაიბრუნოს და მორჩა, იმიტომ რომ კრივში, ხელით და ფეხით დარტყმებში მერაბზე უკეთესია. UFC-ში ის სამ საუკეთესო დამრტყმელს შორისაა. ასე რომ, მას ბრწყინვალე შანსები ექნება, დარჩა მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორი. ის მენტალურად სწორად უნდა მოემზადოს და მჯერა, რომ იღბალი მის მხარეს იქნება“.

მერაბ დვალიშვილს ნათქვამი აქვს, რომ 2025 წელს სამი ბრძოლის გამართვას გეგმავს. ერთი ბრძოლა „მანქამამ“ უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ჩაატარა, მომდევნო მეტოქე კი სავარაუდოდ, შონ ომალი, ან პიოტრ იანი იქნება. „მანქანა“ ორივე მებრძოლთან საჩხუბრად მზად არის.

ქართველმა „მანქანამ“ საჩემპიონო ქამარი შონ ომალის წინააღმდეგ 2024 წლის სექტემბერში მოიპოვა, შემდეგ კი უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს ეს რომ არ გაეკეთებინა, ბრძოლას წააგებდა“ - დილაშოუ საჩემპიონო ჩხუბზე
„მერაბს ეს რომ არ გაეკეთებინა, ბრძოლას წააგებდა“ - დილაშოუ საჩემპიონო ჩხუბზე