მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ბევრი ტრავმის მიუხედავად, მაინც დიდებული პერფორმანსი აჩვენა“ - მერაბის გუნდელი საჩემპიონო ჩხუბზე

MMA-ის მებრძოლმა და მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელმა, კოდი სტილიმ MMA Junkie-სთან ინტერვიუს დროს უმარ ნურმაგომედოვთან მერაბის ჩხუბზე ისაუბრა და საწვრთნელი ბანაკის რამდენიმე დეტალი გაამჟღავნა. სტილიმ აღნიშნა, რომ უამრავი ტრავმის მიუხედავად, დვალიშვილმა მაინც შეძლო  სპექტაკლის დადგმა და შთამბეჭდავი გამარჯვების მოპოვება.

რას ამბობს კოდი სტილი:

„ახლა მთელ გუნდს კარგი იმპულსი აქვს. ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს. ვფიქრობ, მერაბმა დიდებული პერფორმანსი აჩვენა. უბრალოდ, მისი ყურება და ნახვა, თუ რას აკეთებდა უდიდეს მოტივაციას მაძლევს. ამ ბანაკის განმავლობაში ვუყურებდი, რამდენი ტრავმა გადაიტანა და ბევრ რთულ მდგომარეობას გაუმკლავდა. რა თქმა უნდა, ესეც დიდი მოტივაციაა, უყურებდე ასეთ რთულ პერიოდში როგორც ცდილობს მებრძოლი ამ გამოწვევების დაძლევას და მთების გადალახვას. ამის გარდა, ეს მისთვის დიდი ჩხუბი იყო და სავარჯიშო დარბაზში მისი ყურებისას წარმოუდგენელი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. მისი სპარინგები უბრალოდ იდეალური იყო, შემდეგ კი იმის ხილვა თუ რა უქნა მან რვაკუთხედში თავის მეტოქეს, უბრალოდ ძალიან მაგარი იყო“.

ცნობისთვის, კოდი სტილის რამდენიმე წელია მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, ჯონ ვუდი ავარჯიშებს. 29 წლის მებრძოლი Syndicate MMA-ს წევრია და შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში ჩატარებულ 7 ბრძოლაში შვიდივე გამარჯვებით დაასრულა.

ქართველმა „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი მეტოქე ცნობილია - ვის შეხვდება ალექსანდრე თოფურია UFC 312-ზე
ახალი მეტოქე ცნობილია - ვის შეხვდება ალექსანდრე თოფურია UFC 312-ზე