ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

დე ლა ფუენტე ესპანეთის ნაკრებს 2028 წლამდე გაწვრთნის

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს კვლავ ლუის დე ლა ფუენტე უხელმძღვანელებს. ესპანელ სპეციალისტთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც 2028 წლამდეა გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ 63 წლის დე ლა ფუენტემ „ფურია როხა“ 2022 წლის დეკემბერში, ლუის ენრიკეს გადადგომის შემდეგ ჩაიბარა.

მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინალში ესპანელები ინგლისს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ლუის დე ლა ფუენტეს თავკაცობით, ესპანეთის 19 და 21-წლამდე ნაკრებები ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რამდენიმე გაკვეთილს სწრაფად შეისწავლის“ - ფრანგული მედია კვარაზე
“რამდენიმე გაკვეთილს სწრაფად შეისწავლის“ - ფრანგული მედია კვარაზე