ბაქოს გრანდ სლემი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
14-16 თებერვალს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
ჩვენი გუნდის მწვრთნელებმა ტურნირისთვის 9-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს, რომელშიც 7 ვაჟი და 2 გოგონა ძიუდოისტი იქნება.
საქართველოს ნაკრების განაცხადი:
ვაჟები:
- -66 კგ. - ლაშა ნადირაძე
- -73 კგ. - ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე
- -81 კგ. - ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი
- -90 კგ. - სოსო ებილაშვილი.
- -100 კგ. - ილია სულამანიძე
გოგონები:
- -57 კგ. - ეთერ ლიპარტელიანი.
- +78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.
ტურნირზე ლაშა გუჯეჯიანის გარდა, მწვრთნელებად გიორგი ბაინდურაშვილი, გიორგი თენაძე და გურამ მოდებაძეც იქნებიან წარმოდგენილები.