ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარას დებიუტი მომდევნო მატჩის ნახვის სურვილს გვიჩენს“ | Francebleu-ს სტატია

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, Francebleu-მ ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო შეხვედრა შეაფასა. „კვარამ“ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისური „რეიმსთან“ მატჩში მოირგო და საგოლე გადაცემა მიითვალა, Francebleu-მ კი მასზე დადებითად ილაპარაკა.

„კვარაცხელიასგან საინტერესო განზრახვები დავინახეთ. მან სცადა, გუნდში ინტეგრაცია მოეხდინა და რამუშთან, დემბელესთან და ნუნუ მენდეშთან კომბინირებდა. თუმცა, მხოლოდ ეს არ ყოფილა... ზოგჯერ, ცდილობდა, ინდივიდუალური გამოსავალი ეპოვა და დრიბლინგის შემდეგ ურტყამდა, რაც აჩვენებს, რომ პარკ დე პრენსის არ შეშინებია.

რა თქმა უნდა, აღსანიშნია, დემბელეს გოლი და მისი ასისტი. ყველაზე რთული გადაცემა არ გაუკეთებია, მაგრამ გვაჩვენა, რომ იცის, პატარა სივრცეებში, როცა საფიქრელად ძალიან ცოტა დრო გაქვს, სწორი გადაწყვეტილება როგორ მიიღოს. ბუნებრივია, იდეალურობისგან შორსაა და დავინახეთ, რომ პოზიციის შერჩევის კუთხით, ჯერ უჭირს, თუმცა, დროსთან ერთად, ესეც მოვა. 10 დღეა, რაც გუნდთან ერთად იმყოფება და მხოლოდ კონკრეტული ვარჯიშები და გახურებები გაიარა.

კვარაცხელია მარცხენა გარემარბია, მაგრამ ლუის ენრიკეს ფორმაციის გუნდში, სხვა პოზიციების დაკავებაც შეეძლება. რეიმსთან მატჩის ბოლოს, როცა ბარკოლა შემოვიდა, კვარა ფლეიმეიქერი გახდა, ბარკოლა და დუე კი მის გვერდით მოქმედებდნენ. იყო მომენტი, როცა თანაგუნდელებს პოზიცია გაუცვალა, რაც ადასტურებს, რომ მასთან ერთად, პარი სენ-ჟერმენი არაპროგნოზირებადი გუნდია. შაბათს გამართულმა მატჩმა მოგვანდომა, ლიგა 1-ის მომდევნო ტური სწრაფად მოვიდეს, რათა ვნახოთ, მეტი ავტომატურობა რა შედეგს მოიტანს“, - წერს ფრანგული გამოცემა.

ცნობისთვის, კვარაცხელიას პარიზულ კლუბში სადებიუტო მატჩში ბურთთან 69 შეხება ჰქონდა, 43-დან 39 პასი ზუსტად შეასრულა. მის აქტივში 2 საკვანძო გადაცემაა. დრიბლინგის 6 მცდელობიდან 2 წარმატებული იყო. მინდორზე 17-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე ორივე დუელი დათმო. შეტევაში ბურთი 20-ჯერ დაკარგა. თამაშის წესი ორჯერ დაარღვია და მის წინააღმდეგ ასევე ორჯერ დაჯარიმდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პოზიტიური აბსოლუტურად არაფერი ყოფილა“ | ვალენსიას თავკაცი ბარსასთან მატჩზე
„პოზიტიური აბსოლუტურად არაფერი ყოფილა“ | ვალენსიას თავკაცი ბარსასთან მატჩზე