გიორგი მიქაუტაძე, საიდ ბენრაჰმა
Aa
Aa

მიქაუტაძის „დიდი ძმა“ ლიონს ტოვებს | ბენრაჰმა საუდის არაბეთში მიდის

გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი, საიდ ბენრაჰმა ადგილსამყოფელს იცვლის. ფრანგული პრესის ინფორმაციით, „ლიონის“ ფეხბურთელი ლიგა 1-ს ტოვებს და კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

Footmercato-ს მიხედვით, ბენრაჰმა „ნეომს“ შეუთანხმდა და საერთო ენა კლუბებმაც გამონახეს. „ლიონი“ მის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონ ევროს მიიღებს, რაშიც 2 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსებიცაა გათვალისწინებული. ფრანგულ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და ეს ტრანსფერი ძალიან დაეხმარება.

როგორც მოგეხსენებათ, მიქაუტაძეს ბენრაჰმასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და წარსულში, მისთვის „დიდი ძმაც“ უწოდებია. ქართველი ფეხბურთელის თქმით, ალჟირელი მას ადაპტაციაში ძალიან დაეხმარა და პირველი ნაბიჯების გადადგმაში ხელი შეუწყო.

ცნობისთვის, „ლიონს“ 19 ტურის შემდეგ, 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. ფრანგული კლუბი მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს გამართავს და სტუმრად „მარსელს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მძიმე მარცხი ბარსელონასთან - მამარდაშვილმა 7 ბურთი გაუშვა
მძიმე მარცხი ბარსელონასთან - მამარდაშვილმა 7 ბურთი გაუშვა