ზედიზედ მესამე ტიტული | სუპერ ბოულში კანზას სითი ჩიფსი ფილადელფია იგლზსს შეხვდება
2025 წლის სუპერ ბოულის ორივე მონაწილის ვინაობა ცნობილია. მოქმედი ჩემპიონი, „კანზას სითი ჩიფსი“ ზედიზედ მესამე ტიტულს უმიზნებს და გადამწყვეტ შეხვედრაში „ფილადელფია იგლზს“ დაუპირისპირდება.
Chiefs. Eagles. Run it back in New Orleans. #SBLIX pic.twitter.com/ompZJTayNu
— NFL (@NFL) January 27, 2025
AFC-ის საჩემპიონო მატჩში, „კანზასი“ ნაცნობ მეტოქეს, „ბუფალი ბილსს“ შეხვდა. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე, „ბილსი“ 22:21-ს იგებდა, თუმცა, გადამწყვეტი პერიოდი უკეთ პატრიკ მაჰოუმსმა და კომპანიამ ჩაატარეს და 32:29 იმარჯვეს.
განსხვავებული სცენარი ვიხილეთ NFC-ის საჩემპიონო შეხვედრაში, რომელშიც „იგლზი“ „ვაშინგტონ კომანდერსს“ დაუპირისპირდა. „ფილადელფიამ“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 55:23 გაანადგურა. „იგლზი“ სუპერ ბოულში მონაწილეობას მეხუთედ მიიღებს და 2023 წელს, „კანზას სითისთან“ განცდილი მარცხის გამო, რევანშის აღებას შეეცდება.
ცნობისთვის, წლევანდელი სუპერ ბოული თბილისის დროით, 10 თებერვალს გაიმართება და მას ნიუ ორლეანი უმასპინძლებს. წლევანდელი ღონისძიების პირველი ტაიმის შემდეგ, მაყურებლების გართობაზე კენდრიკ ლამარი იზრუნებს.