გიორგი მამარდაშვილი, კარლოს კორბერანი
Aa
Aa

„პოზიტიური აბსოლუტურად არაფერი ყოფილა“ | ვალენსიას თავკაცი ბარსასთან მატჩზე

ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 1:7 განადგურდა. მატჩის შემდეგ, „ღამურების“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს კორბერანმა „ბლაუგრანასთან“ გამართულ შეხვედრასა და საკუთარი გუნდის გამოსვლაზე ისაუბრა.

„მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ და ჩემი ბრალია, რომ ფეხბურთელებს სათანადოდ ვერ გადავეცი თუ რა იყო მათგან საჭირო. ამოცანას თავი საერთოდ ვერ გავართვით. მოწინააღმდეგე პირველიდან ბოლო წუთამდე გვჯობდა და ეს არაა დონე, რომელსაც ვალენსიას გერბი იმსახურებს. აუცილებელია, თვითკრიტიკულები ვიყოთ.

დღევანდელ შეხვედრაში, პოზიტიური აბსოლუტურად არაფერი ყოფილა. არ გვიჩვენებია დონე, რომელიც ამ მატჩისთვის იყო საჭირო და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. მჯერა, უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე ბარსელონასთან მატჩში გამოჩნდა. მტკივნეული შედეგია და ღრმა ანალიზის ჩატარებაა აუცილებელი. უნდა აღმოვაჩინოთ მიზეზი თუ რატომ ვერ ვითამაშეთ სათანადო დონეზე და შემდეგ, გამოსავალს მივაგნოთ. ვალენსია და მისი გულშემატკივრები მეტს იმსახურებენ“.

ცნობისთვის, „ვალენსიას“ 16 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში იმყოფება. მამარდაშვილის გუნდი მე-17 ადგილზე მყოფ „ალავესს“ 4 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს, „სელტას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეული შემცვლელი ვიპოვოთ“ - ნაპოლის დირექტორი კვარაზე
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეული შემცვლელი ვიპოვოთ“ - ნაპოლის დირექტორი კვარაზე