რა დააკლდა უმარს | მახაჩევმა დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის ჩხუბზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ისაუბრა. მახაჩევმა დაასახელა მიზეზი, რამაც მისი აზრით, უმარის წაგება განაპირობა.
„ბევრი რამის შეცვლა საჭირო არაა, უბრალოდ, უმარმა სრულფასოვანი მოსამზადებელი კემპი უნდა გაიაროს. პირადად მე, აშშ-ში ჩხუბამდე 40 დღით ადრე ჩავედი. მანამდე, ორი თვის განმავლობაში, სახლში ვემზადებოდი. სამი სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპი გავიარე და შემდეგ ჩავფრინდი აშშ-ში.
უმარს რაც შეეხება, ის ჩხუბს არ გეგმავდა და ჩვენთან ერთად არ იმყოფებოდა. აშშ-ში ვიყავით, როცა საჩემპიონო ორთაბრძოლა მისცეს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოფრინდა. ხელი ტრავმირებული ჰქონდა და ჩხუბს იმიტომ დათანხმდა, რომ შანსის გაშვება არ უნდოდა.
ვფიქრობ, ღირსეული ბრძოლა აჩვენა. უბრალოდ, უმარს საჩემპიონო რაუნდები და გამოცდილება დააკლდა. ჩემი აზრით, ბევრი არაფერია შესაცვლელი. მას კიდევ ერთი შანსი სჭირდება და სულ ესაა“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა. უმარის დამარცხების შემდეგ, დვალიშვილი UFC-ის Pound for Pound რეიტინგში დაწინაურდა და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. „მანქანა“ მხოლოდ ისლამ მახაჩევს, ჯონ ჯონსს, ალექს პერეირასა და ილია თოფურიას ჩამორჩება.