გიორგი მამარდაშვილი, ფრენკი დე იონგი, რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, ჰანსი ფლიკი, ფერან ტორესი, უგო დურო, ფერმინ ლოპესი
Aa
Aa

მძიმე მარცხი ბარსელონასთან - მამარდაშვილმა 7 ბურთი გაუშვა

ლა ლიგის 21-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, 7:1 განადგურდა.

გიორგი მამარდაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა, მაგრამ კატალონიელთა წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. იმის მიუხედავად, რომ ქართველმა მეკარემ 7 ბურთი გაუშვა, 3 ბურთის მოგერიება მაინც შეძლო.


შეიძლება ითქვას, რომ ჰანსი ფლიკის გუნდმა მატჩის ბედი საწყის 15 წუთში გადაწყვიტა. მე-14 წუთისთვის მასპინძლები უკვე 3:0 იგებდნენ, პირველი ნახევარი კი 5:0 მოიგეს. ანგარიში მე-3 წუთზე, ფრენკი დე იონგმა გახსნა, მე-8 წუთზე ფერან ტორესმა მამარდაშვილის კარში მეორე გოლი გაიტანა, მე-14 წუთზე კი თავი რაფინიამ გამოიჩინა. 24 და 45+4 წუთებზე ფერმი ლოპესმა დუბლი შეასრულა და „ბლაუგრანამ“ ტაიმი 5:0 მოიგო.

51-ე წუთზე უგო დურომ მეტოქის კარში ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა, საპასუხოდ „ვალენსიამ“ კიდევ ორი ბურთი მიიღო. 66-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი 75-ე წუთზე, ტარეგას ავტო-გოლით დაფიქსირდა.

სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილისთვის ეს მატჩი ესპანურ და ზოგადად საკლუბო კარიერაში ყველაზე უარესი იყო, რადგან ქართველმა მეკარემ 7 ბურთი პირველად გაუშვა. მამარდაშვილს ამდენივე გოლი 2023 წლის 8 სექტემბერს, ესპანეთის ნაკრებმა გაუტანა.

21 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 16 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილს იკავებს. მამარდაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს, სტუმრად „სელტა ვიგოსთან“ გამართავს. საგულისხმოა, რომ ამ მატჩის შემდეგ, „ვალენსია“ „ბარსელონას“ კოპა დელ რეიზეც დაუპირისპირდება. შეხვედრა 7 თებერვალს, საქართველოს დროით 00:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში“ - კვარას ვრცელი ინტერვიუ
“ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში“ - კვარას ვრცელი ინტერვიუ