ქვილითაიას ეფექტური თავური - არისმა ახნასი გაანადგურა
კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში, გიორგი ქვილითაიას „არის ლიმასოლი“ საკუთარ მოედანზე „ახნასს“ დაუპირისპირდა და 6:1 გაანადგურა.
გიორგი ქვილითაია შეხვედრაში 66-ე წუთზე, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, როდესაც ანგარიში 4:1 იყო, თუმცა, მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშე არ დაუტოვებია.
მატჩის მიწურულს მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ქართველმა შემტევმა მეტოქის კარი ეფექტური თავური დარტყმით აიღო და „არისის“ სასარგებლოდ საბოლოო ანგარიში 6:1 დააფიქსირა.
გიორგი ქვილითაიასთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი იყო. ქართველმა შემტევმა ამ შედეგის მოგროვება 13 ჩატარებულ შეხვედრაში შეძლო.
„არისი“ 20 ტურის შემდეგ კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 47 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და პირველადგილოსან „პაფოსს“ 2 ქულით ჩამორჩება. ქვილითაიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 თებერვალს, სტუმრად „ნეა სალამისის“ წინააღმდეგ გამართავს.