ვის რამდენი პენალტი დაუნიშნეს - ლა ლიგის მცირე დეტალი
Aa
Aa

ვის რამდენი პენალტი დაუნიშნეს - ლა ლიგის მცირე დეტალი

ესპანეთის ლა ლიგაში უკვე ნახევარზე მეტი მიილია და მადრიდულ გრანდებსა და „ბარსელონას“ შორის საჩემპიონო ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ასეთ დროს, სტატისტიკოსები და ექსპერტები უმცირეს დეტალებსაც კი უდიდეს ყურადღებას აქცევენ და პერიოდულად ქვეყნდება ის მონაცემები, რომელიც ფანების უმრავლესობისთვის საინტერესოა.

ტიტულის პრეტენდენტედებიდან პენალტების დარტყმის საშუალება ყველაზე ხშირად „რეალს“ ეძლევა, რომლის სასარგებლოდაც 11-მეტრიანის ნიშნულისკენ არბიტრებმა უკვე 10-ჯერ მიუთითეს, სამეფო კლუბის კარში კი ერთი პენალტიც არ დანიშნულა. მეორე დედაქალაქურმა გუნდმა „ატლეტიკომ“ ორი უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი თავად შეასრულა, ორიც მის კარში დაარტყეს. რაც შეეხება „ბარსელონას“, კატალონიელები პენალტის ნიშნულთან ოთხჯერ მივიდნენ, სამ შემთხვევაში კი 11-მეტრიანით ისინი დაისაჯნენ.

შეგახსენებთ, რომ 21 ტურის შემდეგ ლა ლიგას 49 ქულით სათავეში „რეალი“ უდგას, რომელიც მეორეადგილოსან „ატლეტიკოს“ ოთხი, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ „ბარსელონას“ ათი ქულით უსწრებს, თუმცა კატალონიელებს „ბლანკოსთან“ შედარებით მატჩით ნაკლები აქვთ გამართული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მილიარდზე მეტი - რეალის რეკორდული შემოსავალი
მილიარდზე მეტი - რეალის რეკორდული შემოსავალი