ნანტი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ლიონს ბოლო წუთზე გაუთანაბრეს | მიქაუტაძემ 64-ე წუთიდან ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ სტუმრად „ნანტს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ქართველი შემტევი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და თამაშში 64-ე წუთიდან, ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად ჩაერთო, თუმცა, დარჩენილ დროში შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

მიქაუტაძის მომენტები ნანტთან:

ანგარიში მე-10 წუთზე „ლიონმა“ ნუამას გოლით გახსნა, მასპინძლებმა კი წონასწორობა შეხვედრის მიწურულს, 90-ე წუთზე მოსტაფა მოჰამედის გოლით აღადგინეს.

გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ შემადგენლობაში ლიგა 1-ში მე-19 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

19 ტურის შემდეგ „ლიონს“ 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 30-ე ადგილზე იმყოფება, „ნანტი“ კი 18 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები