თუშიშვილი, ახობაძე და სხვები - არაოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების დაჯილდოება
არაოლიმპიურ სახეობებში 2024 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ვინაობა გაირკვა. საუკეთესო ფედერაციები სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, ხოლო საუკეთესო სპორტსმენები შესაბამისმა ფედერაციებმა დაასახელეს. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ჯიუ-ჯიცუს ფედერაცია - გიორგი გველესიანი
ათლეტიზმის ფედერაცია - თემურ სამხარაძე
კონტაქტური კარატეს ფედერაცია - გოდერძი კაპანაძე
ქართული ჭიდაობის ფედერაცია - გურამ თუშიშვილი
ძალისმიერი ფიტნესის, კროსფიტის და მასრესლინგის ფედერაცია - გიორგი კვეტენაძე
უშუს ფედერაცია - ალექსანდრე კუჭავა
უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ფედერაცია - ავთანდილ ყარმაზანაშვილი
პარამკლავჭიდის ფედერაცია - ვახტანგ ახობაძე
საავტომობილო სპორტის ფედერაცია - დათა ქაჯაია
რაგბის კავშირი - დავით ნინიაშვილი
ღონისძიებაზე დაწესდა ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჯილდო, რომელიც სამი სპორტული კატეგორიის გამარჯვებულს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძეს, პარატაეკვონდოისტს გიორგი ნიკოლაძესა და პარამკლავჭიდელ ვახტანგ ახობაძეს გადაეცა.