„მერაბს ეს რომ არ გაეკეთებინა, ბრძოლას წააგებდა“ - დილაშოუ საჩემპიონო ჩხუბზე
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, თი ჯეი დილაშოუმ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლაზე ისაუბრა და ქართველი „მანქანას“ გამოსვლა შეაფასა.
რას ამბობს დილაშოუ:
„პირველი ორი რაუნდის შემდეგ, მერაბს ის რომ არ გაეკეთებინა, რაც გააკეთა, ბრძოლას წააგებდა. ეს შეხვედრა წარმოუდგენელი, ფანტასტიკური იყო! მერაბი კბილებით მიაწვა და გამძლეობის ხარჯზე გაიმარჯვა. მისი გამარჯვების სურვილი უბრალოდ სიგიჟეა, მიყვარს ეს ყველაფერი. ვიტყოდი, რომ უმარი უკეთესი მებრძოლია, მაგრამ მერაბი მენტალურად და ფიზიკურად უფრო ძლიერია“.
ქართველმა „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.