კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

ლოთი და ნარკომანია - ხაბიბის გუნდი მაკგრეგორს დაუპირისპირდა

ისევე როგორც 2018 წელს ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის შემთხვევაში მოხდა, ამჯერადაც დაღესტნელი და ირლანდიელი მებრძოლების დაპირისპირება „აირიშის“ მარცხით დასრულდა. უსმან ნურმაგომედოვმა პოლ ჰიუზი ხუთ რაუნდში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და Bellator-ის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.

ბუნებრივია, ბრძოლასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება მაკგრეგორმა გამოთქვა და ტრადიციულად ნურმაგომედოვების შეურაცხყოფაზე გადავიდა, რასაც არა ხაბიბმა, ან რომელიმე სპორტსმენმა, არამედ დაღესტნელი მებრძოლების მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა უპასუხა.

კონორ მაკგრეგორი

ჩემთვის ყველაფერი ნათელია - პოლ ჰიუზს უმართან, თუ უსმანთან დაპირისპირებაში უდიდესი უპირატესობა ჰქონდა და გამარჯვებული ის არის. მისი მეტოქისგან კი მებრძოლი არა, მაგრამ კარგი სპრინტერი დადგება, რადგან მუდამ გაურბოდა, თითქოს რაღაცის ეშინოდა.

ნურმაგომედოვები დაღესტნის ისტორიაში ყველაზე ნაკლებად მებრძოლი მებრძოლები არიან. ისინი გალიის ირგვლივ დარბიან და მხოლოდ შენს წაქცევას ცდილობენ. აშკარაა, დაღესტანი მათზე გაცილებით კარგ სპორტსმენებს იმსახურებს.

ალი აბდელაზიზი

ლოთი და ნარკომანია. ნამდვილი ირლანდიელები მის განცხადებებს რომ მოისმინენ, შერცხვებათ. უბრალოდ ვწუხვარ ამ ადამიანის გამო.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორი UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და მის დაბრუნებაზე ბევრი იწერებოდა, თუმცა შარშან მაიკლ ჩენდლერთან ჩანიშნული ბრძოლის გამართვა ბოლო მომენტში ჩაიშალა.

 

მსგავსი სიახლეები