სერჟიო კონსეისაუ, დავიდე კალაბრია
Aa
Aa

კონფლიქტი მილანში - კალაბრია მწვრთნელს დაუპირისპირდა

„მილანი“ – „პარმას“ (3:2) შეხვედრა საკმაოდ დრამატული სცენარით წარიმართა და საბოლოოდ, როსონერიმ უშეღავათო ბრძოლაში მეტოქე მხოლოდ არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ტიჯანი რეინდერსისა და სამუელ ჩუკვუეზეს გოლებით გატეხა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მოვლენები არანაკლებ საინტერესოდ საფინალო სასტვენის შემდეგ განვითარდა.

თამაშის დასრულების შემდეგ, შავ-წითლების პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი სერჟიო კონსეისაუ მოედანზე შევარდა, დავიდე კალაბრიას მიეჭრა და ხმამაღალი ყვირილი დაუწყო, რის შემდეგაც მკერდში ხელი ჩაარტყა. უნდა ითქვას, რომ დამრიგებლის გამოხდომის უპასუხოდ დატოვებას ფეხბურთელი არ აპირებდა, თუმცა საქმეში მისი თანაგუნდელები დროულად ჩაერივნენ და სიტუაცია განიმუხტა.

28 წლის დავიდე კალაბრია როსონერის აკადემიის აღზრდილია, მშობლიური გუნდის ღირსებას 2015 წლიდან იცავს და ამპლუით მცველმა 271 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. რაც შეეხება კონსეისაუს, ის „მილანს“ სათავეში ერთი თვეც არ არის, რაც ჩაუდგა და გუნდთან ერთად იტალიის სუპერ თასის მოგება უკვე მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილანის საოცრება - როსონერიმ ინტერს სუპერთასის ფინალი 2:0-დან მოუგო
მილანის საოცრება - როსონერიმ ინტერს სუპერთასის ფინალი 2:0-დან მოუგო