გრანადას გამარჯვება ხიხონთან | წიტაიშვილს შედევრამდე ცოტა დააკლდა
ლა ლიგა 2-ის 24-ე ტურში, გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ საკუთარ მოედანზე ხიხონის „სპორტინგს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:1 გაიმარჯვა.
ქართველმა შემტევმა მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. წიტაიშვილს 51-ე წუთზე ეფექტური გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ სამწუხაროდ მისი დარტყმული ძელს მოხვდა. ამის გარდა, 23 წლის ფეხბურთელი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. წიტაიშვილმა მოედანზე 86 წუთი გაატარა.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, „გრანადამ“ ანგარიში 28-ე წუთზე, ბოიეს გოლით გახსნა, 67-ე წუთზე ჰონგლამ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. 83-ე წუთზე „სპორტინგმა“ სხვაობა ოტეროს პენალტით მინიმუმამდე შეამცირა, საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ლამამ დააფიქსირა.
მიმდინარე სეზონში, გიორგი წიტაიშვილმა „გრანადას“ შემადგენლობაში მე-20 მატჩი ჩაატარა და თავი 1 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 24 ტურში შემდეგ „გრანადა“ 37 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება და პლეი-ოფის ზონაში მყოფ „უესკას“ 3 ქულით ჩამორჩება. წიტაიშვილის გუნდი მომდევნო ტურში სტუმრად „ელდენსეს“ დაუპირისპირდება. მატჩი 31 იანვარს გაიმართება.