გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინმა ტომასონს აჯობა - ქართული დაპირისპირება ესპანეთში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის XVIII ტურში კანარის კუნძულების დერბი შედგა, სადაც „გრან კანარიამ“ „ლაგუნა ტენერიფეს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 3-ქულიანი სხვაობით, 67:70 დამარცხდა. ეს მატჩი ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო გახლდათ იმ კუთხითაც, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კალათბურთელები წარსდგნენ - თუ მასპინძლების ღირსებას ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ნატურალიზებული მოთამაშე ჯო ტომასონი იცავდა, სტუმართა შორის გიორგი შერმადინი ასპარეზობდა.

შერმადინმა 21 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან ხუთიდან ოთხი ორქულიანი, ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან სროლა კი არ უცდია. გიორგიმ ოთხივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი სამჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო. რაც შეეხება ტომასონს, მან საკმაოდ სუსტი მატჩი ჩაატარა და 22 წუთში თავი მხოლოდ 3 ქულას, 1 მოხსნას და 1 შედეგიან პასს მოუყარა.

18 ტურის შემდეგ 13 მოგებითა და 5 წაგებით „ლაგუნა ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ხოლო „გრან კანარიას“ ანგარიშზე 10 მოგებასთან ერთად, 8 მარცხია და მეშვიდე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი მოხსნა ორმაგ დუბლამდე - შენგელია ვირტუსში საუკეთესო იყო
ორი მოხსნა ორმაგ დუბლამდე - შენგელია ვირტუსში საუკეთესო იყო