ვირჯილ ვან დეიკი
Aa
Aa

კარგი არაფერი ხდება - ვან დაიკი ლივერპულში დარჩენაზე

მოჰამედ სალაჰის მსგავსად, „ლივერპულის“ ხელმძღვანელები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას გუნდის კაპიტანთან ვირჯილ ვან დაიკთანაც ვერ აღწევენ, რომელსაც ხელშეკრულება წლევანდელი სეზონის ბოლოს ეწურება. „წითლები“ ხელმძღვანელობენ პრინციპით, რომლის მიხედვითაც 30 წელს გადაცილებულ მოთამაშეებთან მაქსიმუმ 2-წლიანი თანამშრომლობა ფორმდება, რასაც არც ეგვიპტელი შემტევი და არც ნიდერლანდელი მცველი არ თანხმდება.

ვირჯილ ვან დაიკი

ზუსტად აღარც ვიცი, რამდენი მატჩის ჩატარება მომიწევს კიდევ „ლივერპულში“. ამ სეზონის ბოლომდე „ენფილდ როუდზე“ ვიქნები, შემდეგ კი რა იქნება, წარმოდგენა არ მაქვს. როგორ მიმდინარეობს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები? ჯერჯერობით კარგი და დამაიმედებელი არაფერი ხდება.

Transfermarkt-ის მონაცემებით, ვან დაიკის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 28 მილიონს შეადგენს. ის მერსისაიდულ გრანდში 2018 წლიდან გამოდის, წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 30 შეხვედრაში კი თავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
წასვლა გარდაუვალია - სალაჰის მოულოდნელი აღიარება
წასვლა გარდაუვალია - სალაჰის მოულოდნელი აღიარება