კილიან მბაპე, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ადაპტაცია დასრულდა“ - მბაპე ვალიადოლიდთან ჰეთთრიკის შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი ვალიადოლიდს ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. სამივე გოლი კილიან მბაპემ გაიტანა, რომელმაც მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მბაპემ?

„რა თქმა უნდა, 3 გოლის გატანით ბედნიერი ვარ, მაგრამ გამარჯვებამ უფრო გამახარა. ამას ყოველ კვირას ვამბობ, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო დღეს მოგება, რადგან ატლეტიკომ ქულები დაკარგა. პირველი გოლი კოლექტიური თამაშით გავიტანეთ.

მეორე ტაიმში უფრო მეტად გავაქტიურდით და გავიტანეთ. მესამე გოლი კი შეხვედრის ლოგიკური დასასრული იყო. 4-ქულიანი სხვაობა თავდაჯერებულობას იძლევა, მაგრამ თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ დასრულებული არაფერია. ასე უნდა გავაგრძელოთ.

პირველივე დღეს ვთქვი, რომ სამივე შემტევ პოზიციაზე შემიძლია თამაში. ადაპტაციის დრო დასრულდა. შემიძლია ვითამაშო მარჯვნივ, ცენტრში და მარცხნივ. მოძრაობები თავისით მოდის. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა გუნდის დახმარება შემიძლია. ბომბარდირობა კარგია, მაგრამ გუნდური ტიტულების მოგება მსურს.“

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ მადრიდის რეალში დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 22 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფრანგ სუპერვარსკვლავს ლა ლიგაში 15 გოლი დაუგროვდა და რობერტ ლევანდოვსკის, რომელიც ბომბარდირთა დავაში პირველ პოზიციას იკავებს, ერთი გოლით ჩამორჩება.

რაც შეეხება რეალს, ამ გამარჯვების შემდეგ, სამეფო კლუბმა თანაქალაქელ ატლეტიკოს 4 ქულით გაასწრო და ლიდერობა განიმტკიცა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ხანდახან ძალიან მაღიზიანებს“ - ჰოლანდმა გუარდიოლაზე ისაუბრა
„ხანდახან ძალიან მაღიზიანებს“ - ჰოლანდმა გუარდიოლაზე ისაუბრა