ზედიზედ მეორედ: სინერი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია
ჩოგბურთში, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა იანიკ სინერმა მსოფლიოს მეორე ჩოგანი ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა.
პირველი და მესამე სეტი სინერმა ერთნაირი ანგარიშით 6:3 მოიგო, მეორე სეტში იტალიელმა ტაი-ბრეიკით 7:6 (7:4) გაიმარჯვა.
23 წლის სინერმა ავსტრალიის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო. მის კარიერაში სამი დიდი სლემის ტიტულია.
ალექსანდრ ზვერევმა დიდი სლემის მესამე ფინალი დათმო.
ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 59,7 მილიონი აშშ დოლარია.