ახალი 2-წლიანი კონტრაქტი | იონსენი კვლავ ტორპედოში ითამაშებს
CrystalSport-ის ცნობით, ბიორნ იონსენმა ქუთაისის „ტორპედოსთან’’ ახალი 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასული სეზონის დასრულების შემდეგ ნორვეგიელს რამდენიმე წინადადება ჰქონდა, ტორპედოს დატოვების ვარიანტს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ და ახალ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
ბიორნ იონსენი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 34 თამაშში 23 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გასულ ტაირელ ვაუტერს 4 გოლით გაასწრო.
ბიორნ იონსენი საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია, 2018-20 წლებში „ალკმაარში'' თამაშობდა, 2017-20 წლებში ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში 16 მატჩში 5 გოლი შეაგდო. ასევე გეტყვით, რომ 2020 წელს „ულსან ჰიუნდაისთან'' ერთად აზიის ჩემპიონთა ლიგა მოიგო.