ივანო ტროტა: “კვარაცხელია ნაპოლისთვის ტვირთად იქცა“
სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლიმ ტურინის იუვენტუსს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ნაპოლისა და იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ივანო ტროტამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
ტროტა:
„კვარაცხელია ნაპოლისთვის ტვირთად იქცა. ის აქ ბედნიერი არ იყო. სათადარიგოთა სკამზე ჰყავდა ფეხბურთელი, რომელიც გაუმჯობესებისკენ მიისწრაფოდა და ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოდა. საუბარი დავიდ ნერეშზე მაქვს.
არავის შეუძლია დაივიწყოს კვარას სანახაობრივი სეზონი სკუდეტოის მოგების წელს. მან ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ ამავდროულად, ნაპოლიმ ხვიჩას განვითარებას ხელი შეუწყო, რომელიც ახლა პსჟ-ში ფარაონული კონტრაქტით არის.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ტრანსფერი პარიზელებს 75 მილიონი ევრო დაუჯდათ. ქართველი სუპერვარსკვლავი პსჟ-ს ისტორიაში რიგით მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
ცნობისთვის, რეიმსთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი შეასრულა, ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის ლიგა ერთს 47 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. შემდეგ ტურში პსჟ ბრესტს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება პირველი თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.