“ბედნიერი ვარ“ - ბაზაძე დაბრუნდა და მსოფლიო თასზე ბრინჯაოს დაეუფლა
პარიზის ოლიმპიადაზე სკანდალურიწაგების შემდეგ, სანდრო ბაზაძე ფარიკაობას დაუბრუნდა. ქართველი მოფარიკავე ბულგარეთში გამართულ მსოფლიო თასზე გამოვიდა, სადაც წარმატებულად იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბაზაძის პირველი მოწინააღმდეგე რუსი დიმიტრი დანილენკო იყო, რომელსაც 15:11 აჯობა. შემდეგ გერმანელი ფრედერიკ კინდლერსის ჯერი დადგა - 15:8.
მეოთხედფინალში კვლავ გერმანელს აჯობა. ამჯერად მატიას საბო 15:10 დაამარცხა. სამწუხაროდ, სანდრომ ნახევარფინალში სამხრეთ კორეელ სანგუკ ოჰთან 13:15 წააგო.
მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, სანდრო ბაზაძემ სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა.
რას წერს ბაზაძე?
„Sun is shining again! აქ არ არის საუბარი შედეგზე. მე ბედნიერი ვარ, რომ დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას ძალიან დიდი სირთულეების და იმედგაცრუებების შემდეგ და კიდევ შემიძლია დავამტკიცო, რომ მე ამის კეთება კიდევ კარგად შემიძლია. ბედნიერი ვარ დღევანდელი შედეგით! სულ რაღაც 1 თვეა დავიწყე ვარჯიში ახალ გუნდთან ერთად ერთად, რომლებიც უკვე ძალიან მიყვარს და ერთად ძალიან წინ წავალთ. მადლობა ჩემს ოჯახს, ვისაც სჯერა ჩემი ყოველთვის და გვერდში მიდგას და მადლობა ჩემ საქართველოს! წინ ბევრი გამარჯვება გველოდება გპირდებით!“
ცნობისთვის, ქართველ მოფარიკავეს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. სანდროს მწვრთნელი ოლიმპიური პრიზიორი და მსოფლიოს ჩემპიონი ლუიჯი ტარანტინო გახლავთ.