“ერთ ქულას ვიმსახურებდით“ - ბუდუ აუგსბურგთან წაგების შემდეგ
გერმანიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში ჰაიდენჰაიმი აუგსბურგს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ბუდუმ?
„რთული ,მაგრამ თანაბარი მატჩი იყო. საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შევქმენით. გაშვებული გოლის ეპიზოდებში ბოლომდე კონცენტრირებულები არ ვიყავით. წაგების მიუხედავად, ვთვლი, რომ კარგი თამაში იყო. ვიბრძოლეთ და ერთ ქულას ვიმსახურებდით. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ თამაშებში უფრო მეტ ქულებს ავიღებთ.“
შეგახსენებთ, რომ ზივზივაძემ, რომელიც „ჰაიდენჰაიმმა’’ „კარლსრუედან’’ 1,8 მილიონ ევროდ შეიძინა, ბუნდესლიგაში ზედიზედ მეოთხედ ითამაშა. 30 წლის ფორვარდის ანგარიშზე 1 საგოლე პასია, რომელიც ბრემენის „ვერდერთან’’ შეასრულა.
19 ტურში „ჰაიდენჰაიმმა’’ 14 ქულა დააგროვა და მე-16 ადგილზეა. მე-15 პოზიციაზე მყოფ „ჰოფენჰაიმს’’ 3 ქულით ჩამორჩება. ამასთან ერთად, „სოფლელებს’’ ერთი თამაში მარაგში აქვთ.
ზამთრის შესვენების შემდეგ ბუნდესლიგაში „ჰაიდენჰაიმმა'' 4 მატჩი ჩაატარა, ბერლინის „უნიონთან'' გამარჯვების შემდეგ „ვერდერთან'' ქულა მოიპოვა, თუმცა შემდეგ „სანქტ-პაულისთან'' და „აუგსბურგთან'' დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მე-20 ტურში, პირველ თებერვალს „დორტმუნდს’’ მიიღებს.