კონტე: “ხვიჩას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ, შეუცვლელი არავინ არის“
საფრანგეთის ლიგა 1-ში მორიგი ქართული ისტორია დაიწყო. პარი სენ ჟერმენში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. ამის პარალელურად, ქართველი ფეხბურთელის ყოფილმა გუნდმა ნაპოლიმ მძიმე ბრძოლაში ტურინის იუვენტუსი დაამარცხა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებმა ანტონიო კონტეს ხვიჩაზე ჰკითხეს, რაზეც იტალიელმა სპეციალისტმა უპასუხა:
კონტე:
„რა უნდა ვთქვა ხვიჩაზე? მას და მის ოჯახს მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. მან თავისი არჩევანი გააკეთა. გავიგე, რომ მისი აგენტები დიდი ხნით ადრე აწარმოებდნენ პსჟ-სთან მოლაპარაკებას და ამაზე გულწრფელად ვწუხვარ.
ეს ელეგანტურად არ მიმაჩნია, მაგრამ ჩვენ მას საუკეთესოს ვუსურვებთ, რადგან ხვიჩა კარგი ბიჭია. ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ. ყველა ფეხბურთელი სასარგებლოა და შეუცვლელი არავინ არის.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ტრანსფერი პარიზელებს 75 მილიონი ევრო დაუჯდათ. ქართველი სუპერვარსკვლავი პსჟ-ს ისტორიაში რიგით მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
ცნობისთვის, რეიმსთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის ლიგა ერთს 47 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. შემდეგ ტურში პსჟ ბრესტს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება პირველი თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.
კვარას მომენტები VS რეიმსი