ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„იმედია, ეს იქნება ლამაზი ურთიერთობის დასაწყისი კვარასა და პსჟ-ს შორის“ - ლუის ენრიკე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „რეიმსთან“ ფრედ დასრულებული მატჩი (1:1) და პარიზელთა ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შეაფასა.

რა თქვა ენრიკემ:

„მომენტები უფრო კარგად უნდა გამოვიყენოთ. როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთი მატჩიდან მეორემდე ლიგა 1-ში თამაშობ, ეს ყოველთვის რთულია. „რეიმსი“ დაცვაში კარგად თამაშობს.

მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ, კარგი საგოლე მომენტები გვქონდა, უბრალოდ რეალიზაცია უნდა გავაუმჯობესოთ. ბურთს ვფლობდით, მაგრამ ასეთ მატჩებში ყოველთვის ძალიან ცოტა სივრცე რჩება და ამიტომ შეტევაში უფრო ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ.

შეუძლია თუ არა კვარას რამდენიმე პოზიციაზე თამაში? ეს არაერთ ფეხბურთელს შეუძლია. დებიუტისთვის დღეს რთული მატჩი იყო, კვარას ჩვენთვის სარგებელი მოაქვს. მან მხოლოდ ოთხი ვარჯიში ჩაატარა, თანაგუნდელები უკეთ უნდა გაიცნოს. იმედია, ეს იქნება ლამაზი ურთიერთობის დასაწყისი მასსა და პსჟ-ს შორის“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. ქართველი ფეხბურთელი „რეიმსის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და თავი საგოლე პასით დაგვამახსოვრა. კვარამ უსმან დემბელეს გაატანინა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ცნობისთვის, ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის ლიგა ერთს 47 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს და შემდეგ ტურში „ბრესტს“ ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება პირველი თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore/Whoscored - ცნობილია ხვიჩას შეფასება
Sofascore/Whoscored - ცნობილია ხვიჩას შეფასება