“გადამწყვეტი ფეხბურთელი იყო“ - L'equipe კვარაზე
საფრანგეთის ლიგა 1-ში მორიგი ქართული ისტორია დაიწყო. პარი სენ ჟერმენში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა.
ქართველი ფეხბურთელი რეიმსის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და თავი საგოლე პასით დაგვამახსოვრა. კვარამ უსმან დემბელეს გაატანინა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L’equipe-მ ქართველ ფეხბურთელზე დაწერა:
L’equipe:
„რეიმსს პსჟ ხელში ეჭირა, კვარა თავის დებიუტში გადამწყვეტი ფეხბურთელი იყო. პარი სენ ჟერმენმა დომინანტური ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ გაშვებული გოლი ძვირად დაუჯდა. ხვიჩამ პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ტრანსფერი პარიზელებს 75 მილიონი ევრო დაუჯდათ. ქართველი სუპერვარსკვლავი პსჟ-ს ისტორიაში რიგით მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
ცნობისთვის, ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის ლიგა ერთს 47 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. შემდეგ ტურში პსჟ ბრესტს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება პირველი თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.
კვარას მომენტები VS რეიმსი