ეს იყო მთავარი, რატომაც ვერ გავიმარჯვეთ | კვარამ სადებიუტო მატჩზე ისაუბრა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში პსჟ-მ მე-12 ადგილზე მყოფი „რეიმსი’’ მიიღო და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - 1:1.
პარიზულ კლუბში ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ DAZN-თან ისაუბრა.
„რთული მატჩი იყო. „რეიმსი’’ კარგი გუნდია. ვფიქრობ, მოგება შეგვეძლო. გოლის გატანის ბევრი შანსი გვონდა და შეგვეძლო გაგვეტანა. წინსვლა და შრომა უნდა გავაგრძელოთ, ვფიქრობ კარგი შედეგები მოვა.
ბოლო მომენტებში გოლები უნდა გაგვეტანა. დამაგვირვინებელ ფაზაში სიზუსტე დაგვაკლდა, ეს იყო მთავარი რატომაც ვერ გავიმარჯვეთ.
აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ, აქ საოცარი ქომაგები არიან. დებიუტით ბედნიერი ვარ''.
პირველ ტაიმში კვარას ცუდი თამაში ჰქონდა, ინერტული იყო და გამბედაობა აკლდა. მეორე ტაიმის დასაწყისში გააქტიურდა, 47-ე წუთზე შესანიშნავად იმოქმედა და მისი პასის შემდეგ უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა. 56-ე წუთზე, მას შემდეგ რაც კვარას დარტყმა „რეიმსის’’ მეკარემ აიღო, სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა გოლით დასრულდა, ნაკამურამ ანგარიში გაათანაბრა.
კვარას პარიზულ კლუბში სადებიუტო მატჩში ბურთთან 69 შეხება ჰქონდა, 43-დან 39 პასი ზუსტად შეასრულა. მის აქტივში 2 საკვანძო გადაცემაა. დრიბლინგის 6 მცდელობიდან 2 წარმატებული იყო. მინდორზე 17-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე ორივე დუელი დათმო. შეტევაში ბურთი 20-ჯერ დაკარგა. თამაშის წესი ორჯერ დაარღვია და მის წინააღმდეგ ასევე ორჯერ დაჯარიმდნენ.