ემპოლიმ ისევ ვერ მოიგო | გოგლიჩიძე საიმედო იყო
იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ საკუთარ კედლებში „ბოლონიას“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ დასრულდა (1:1), ტოსკანელების მოუგებელი წერია კი 7 მატჩამდე გაიზარდა (2 ფრე, 5 წაგება).
ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა - ჯუზეპე პეცელას პასის შემდეგ თავი ლორენცო კოლომბომ გამოიჩინა, პირველი ტაიმის მიწურულს კი ბენჯამინ დომინგესმა ანგარიში გაათანაბრა.
რაც შეეხება გოგლიჩიძეს, ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და Sofascore-ისგან 6,6-იანი შეფასება მიიღო, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: ბურთთან 27 შეხება, 18-დან 12 ზუსტად შესრულებული პასი (67%), 7-დან 3 ზუსტი გრძელი პასი, 6 დაკარგული ბურთი, 4-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა, 2 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა, ბურთის 3 ამოტანა, 1 დაბლოკილი დარტყმა. გოგლიჩიძე ორჯერ დაჯარიმდა, მეტოქეს კი ერთხელ დაარღვევინა წესები.
გოგლიჩიძის გამორჩეული მომენტები:
ცნობისთვის, „ემპოლის“ 22 ტურის შემდეგ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებს. გოგლიჩიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს გამართავს, როდესაც ტურინის „იუვენტუსს“ ესტუმრება.